კობახიძე პასუხობს კითხვას, დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე

07.10.26 17:08
კობახიძე პასუხობს კითხვას, დაბრუნდება თუ  არა  ივანიშვილი პრემიერის პოსტზე

 

 

მოქმედი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა "პირველების" კითხვას, დაბრუნდება თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 

კობახიძის თქმით, ივანიშვილს რომ ნდოდა, ამ პოსტზე ყოფნა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა. 

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაშია. 

ის [ბიძინა ივანიშვილი] არის პოლიტიკაში, არასწორად დასვით პირველი კითხვა. პოლიტიკაშია, ის არის ჩვენი გუნდის ლიდერი და ის რა თქმა უნდა განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას, ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს. 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არის ისე, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი, მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი, რომ ჰქონოდა 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რისი სურვილიც ჰქონდა იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და იმ სურვილის მიხედვით დღემდე მოქმედებს" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"პირველები" ასევე დაინტერესდა, რატომ არ მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" მმართველობის 14 წლის თავი. 

კობახიძემ ამ შემთხვევაში თქვა: 

არ ვიცი, შეიძლება ამას ჰქონდეს სხავა და სხვა მიზეზი, მეც არ გავაკეთე განცხადება პირველ ოქტომბერს იმის გამო, რომ ორ დღეში დებატებში ვმონაწილეობდი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს არის პირადი საკითხები, არ უნდოდა პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით გამოხმაურება"- დასძინა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები