ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“, „მეფედრონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი

08.10.26 11:06
ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“,  „მეფედრონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, „მეთადონი“,  „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პატრულ-ინსპექტორებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების  ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“,  „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“  შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები