სერგი ყანჩელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდეს
აქტივისტი სერგი ყანჩელი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, აპირებს, რომ სამართლებრივად იბრძოლოს და ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, რომელიც მასზე ძალადობაში მონაწილეობდა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება მოხდეს.
ყველაფერი მინდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოვძებნოთ ეს ადამიანები, გავიგოთ მათი ვინაობა, სად მუშაობენ და აუცილებლად პასუხი უნდა აგონ, - ამბობს ყანჩაველი.
სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში დაწერა. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.