ბაღ “წითელქუდას“ დახურვის მიზეზი პედაგოგებისთვის და ყოფილი დირექტორისთვის გაუგებარია
ინგირში არსებული საბავშვო ბაღი “წითელქუდა“ საბოლოოდ დაუხურა - ალტერნატიული შენობა კი, რომელიც ბაღისთვის შენდებოდა და 4 მილიონი დაჯდა, ისე დაილუქა, რომ ექსპლუატაციაში არც შესულა.
ბაღი "წითელქუდა" რომელიც 29 წელი ფუნქციონირებდა ოთხ ჯგუფს და სხვადასხვა ასაკის მოზარდებს ემსახურებოდა, ახლა ყველა აღსაზრდელმა ალტერნატიული საბავშვო ბაღი უნდა მოძებნოს.
პედაგოგებისთვის და ყოფილი დირექტორისთვის ბაღის დახურვის მიზეზი გაუგებარია.
აღნიშნული შევიტყვე თანამშრომლებისგან, გავიგე, რომ გუშინ იყვნენ დაბარებულები, ჩემი თანამშრომლები. ნელ-ნელა შეგეხმიანებითო, გაიხსნება ახალი ბაღიო, იმ ახალ ბაღში მერე რა როგორ იქნება, რა როგორ იქნება, გეტყვითო, ანუ გამოდის, რომ ვინც უფრო ჩუმად იქნება, იმათ დაუკავშირდებიან. ვინც არ ამოიღებს ხმას, მერე რა რომ დაიხურა წითელქუდა, მთავარია, ახალ ბაღში შევიდეთ. აქ პრინციპის ამბავიცაა. რატომ? წითელქუდას რა წინაპირობები ჰქონდა, რომ დაეხურათ, არანაირი არ ჰქონდა, - ამბობს ბაღის ერთ-ერთი მასწავლებელი.
მათივე თქმით, დაპირდნენ, რომ 1 თვიან კომპენსაციას გადაუხდიან და დახურვის მიზეზი კი ისაა, რომ სოფელში 3 ბაღი ვერ იქნებოდა.
ისინი აპირებენ ზემდგომ ორგანოებს განცხადებით მიმართონ.