თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ხანძარი იყო
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოტონაწილების მაღაზიის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოპედი აფეთქდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პირველებს“ განუცხადეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.