„რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო“ - მეუფე იობი „ოცნებაზე“
სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. თუ საქმე არ შეესატყვისება სარწმუნოებას, მკვდარია ასეთი რწმენა, - ამის შესახებ დღეს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ქადაგების შემდეგ "პირველებთან" ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხილება მისი ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ეტკინა ვინმეს ეს თუ გაუხარდა.
სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. თუ საქმე არ შეესატყვისება სარწმუნოებას, მკვდარია ასეთი რწმენა. ესე იგი, ურწმუნო გამოდის, ხომ ასეა?
უშეცდომო არავინაა. არც ხაინდრავა, არც სხვები. მე მაინს სიყვარულით ვუპასუხებ და მე მათდამი არანაირი ცუდი განწყობა არ მაქვს. მე არ ვიცი რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა. ახლა, ვის ეტკინა ეს სიმართლე, ვის გაუხარდა, ეგ არ ვიცი, - თქვა დღეს სასულიერო პირმა.
მეუფე იობი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.
ახალგაზრდობა გვყავს განათლებული და ასპარეზი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს. მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები გვყავს, არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი?, - ამბობს მეუფე იობი.
მეუფე იობი ღიად ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, თუმცა როცა შეატყო, რომ მათ აღებული კურსიდან გადაუხვიეს, მხილება გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობდა, მანამდე მე მხარს ვუჭერდი "ქართულ ოცნებას" და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, რომ უკვე გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, თუ ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართელოში, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭირო, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, - ამბობს მეუფე იობი.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
- “ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
- "ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
- სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
- ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
- მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს