"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე

22.11.26 14:27
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი მომავალში, უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, - თქვა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები