გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ

08.10.26 13:20
გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ

 

 

 

გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - “პირველები“ იმ განყოფილებაში მივიდა, რომლის თანამშრომლებსაც სამოქალაქო აქტივისტი, სერგეი ყანჩელი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი ცდილობდა, გაერკვია იყვნენ თუ არა ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და დაიწყეს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები

გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე,  პოლიციელებმა კარის ჩაკეტვა სცადეს და არცერთ კითხვას არ უპასუხეს.

 „გარეთ დაგველოდეთ“, - მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდნენ სამართალდამცველები. 

სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით,  გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.