საქართველოში დიზელის ფასმა 5 ლარს გადააჭარბა

08.10.26 14:22
საქართველოში დიზელის ფასმა 5 ლარს გადააჭარბა

საქართველოში დიზელის ფასმა ლიტრზე 5 ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყანაში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინი 35%-ით, დიზელი კი 65%-ით გაძვირდა. კერძოდ, ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 1.15 ლარით გაიზარდა, დიზელის - 1.95 ლარით.

საწვავის გაძვირება მოქალაქეებს მგზავრობის ხარჯებსაც უზრდის. მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე მსუბუქი ავტომობილით მგზავრობა, საწვავის მოხმარების მიხედვით, ერთი წლის წინანდელთან შედარებით დაახლოებით 29–42 ლარით გაძვირდა.

დიზელის რეკორდული ფასი სურსათის გაძვირების რისკსაც ზრდის, რადგან საწვავის ღირებულება პირდაპირ აისახება ტრანსპორტირებასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე.

შედარებისთვის, 2012 წლიდან დღემდე ბენზინი საშუალოდ 94%-ით, დიზელი კი 123%-ით გაძვირდა. ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ლარის გაუფასურება, აქციზის მატება, ტრანსპორტირების გაძვირება და საწვავის იმპორტის შეფერხება.

მსგავსი სიახლეები