ივანიშვილი აშშ-მა სასანქციო სიიდან არ ამოიღო

09.10.26 10:49
ივანიშვილი აშშ-მა სასანქციო სიიდან არ ამოიღო

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია იმ ადამიანების შესახებ, ვისაც შეზღუდვები მოეხსნა.

ყველაფერი სამჯერ შეამოწმეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამის მიზანშეწონილობ ივანიშვილის შემთხვევაში ვერ დაინახეს. 

OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა - 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.

“პირველებმა“ მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა, რა გეგმა აქვთ ახლა აშშ-თან ურთოერთობების  განახლებებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში დატოვეს. თუმცა, მან კითხვებს არ უპასუხა და ჟურნალისტს უთხრა, რომ “მასთან საუბარს არ აპირებს“.

ნერვიულობთ, გეტყობათ, რომ ნერვიულობთ. არაფერსაც არ გეუბნებით საერთოდ თქვენ, გამატარეთ, თუ შეიძლება. არ გელაპარაკება, საზოგადოებას ველაპარაკები, მაგრამ თქვენი გავლით არა, -თქვა ბოჭორიშვილმა. 

  • აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე დაასანქცირა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრიდა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების სიებიდან 285 პირის და სუბიექტის ამოღება მოხდა.