ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.