ბრძოლა თეფშებით და მუშტი-კრივი რესტორანში - მომხდარზე გამოძიება დაიწყო (ახალი დეტალები)

09.10.26 11:05
ბრძოლა თეფშებით და მუშტი-კრივი რესტორანში - მომხდარზე გამოძიება დაიწყო (ახალი დეტალები)

 

 

ბრძოლა თეფშებით და მუშტი-კრივი რესტორანში - ერთმანეთს ფიზიკურად ათობით ადამიანი დაუპირისპირდა. შემთხვევა "ხვანჭკარაში" რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა კადრები სოციალურ ქსელში გუშინ ღამით გავრცელდა.

ვიდეოების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ვითარება მას შემდეგ გახდა უკონტროლო, როცა სხვადასხვა სუფრის წევრებმა ერთმანეთზე გაიწიეს და რესტორნის ინვენტარი დალეწეს.  

კადრებში ჩანს, რომ სტუმრები ისვრიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ -  შუშის ბოთლებსაც, თეფშებსაც, მაგიდებსაც და სკამებსაც - კაცები კი ერთმანეთს გამეტებით ურტყავენ. ვიდეოში ასახულია ქალების დაპირისპირებაც.  რესტორნის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ადგილზე დაცვის პოლციიის თანამშრომლები გამოეძახებინა. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, თავდაპირველად რესტორანში დაპირისპირება სიმღერის შეკვეთის გამო დაიწყო.  უფრო მეტი დეტალის გასარკვევად "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი დილიდან რესტორან "ხვანჭკარაში" მივიდა. ადგილზე დაპირისპირებას ადასტურებენ, ამბობენ, რომ ინვენტარი დაზიანებულია, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. 

მომხდარზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით არის დაწყებული, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილია, რომ დაპირისპირებაში მონაწილე არცერთი პირი დაკავებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები