TI: "ქართულმა ოცნებამ" 93 სიტყვა აკრძალა
"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" წერს.
ორგანიზაციას მაგალითად მოჰყვას 1 ოქტომბერს გამართული სხდომა, სადაც კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა ქართული ოცნებისთვის მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია პირველსა და ფორმულას ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა", - წერს ორგანიზაცია.
TI-იმ გამოავლინა 93 აკრძალული სიტყვა და ფრაზა, რომელსაც კომისია მედიას ედავება, მათ შორის არის:
- 🚫 რეჟიმი
- 🚫 სინდისის პატიმრები
- 🚫 ოლიგარქი
- 🚫 ცრუ მოწმე პოლიციელები
- 🚫 პოლიტიკური პატიმრები
- 🚫 ივანიშვილის პრემიერი
- 🚫 უკანონო პატიმრობა
- 🚫 ოცნების ხელისუფლება
- 🚫 რეპრესიული კანონები
- 🚫 სასამართლო კლანი.
"აშკარაა რომ კომისია ამ გზით ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას და დასუსტებას ცდილობს" - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"
მას ასევე აქვს უფლებამოსილება კრიტიკულ არხებს მაუწყებლობის ლიცენზიაც შეუჩეროს.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როცა დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები იმედი და პოსტვ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.
მმართველი გუნდი თავად წყვეტს ვინ და რა ფორმით დასაჯოს რათა კრიტიკული ხმა ჩაახშოს", - ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ეკრძალებათ - ვრცლად