სამთავრობო მედიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი კრიპტობიზნესის 50 % წილს ითხოვს
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი რჩეული კადრი ახალ სკანდალში ეხევა - პროკურატურამ "ოცნების" დეპუტატების მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნული ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
დილიდან სამთავრობო მედიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი კრიპტობიზნესის 50 % წილს ითხოვს, შემდეგ იყო პროკურატურის განცხადება, რომ დაიწყეს გამოძიება.
ამის შემდეგ გაჩნდა ვერსიები რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ქმედეები. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს აქვს ეჭვი, რომ "ქართლ ოცნებას" ცენტრალურ ბანკში სხვა კადრისთვის ადგილი სჭირდება და ნანა ყეინიშვილის ჩამოცილებას ამ გზით აპირებენ. ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს. მას ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე აღძრა.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.