არაფერი ჩამიდენია უმსგავსო - პოზნერის მასპინძელი

01.04.21 16:05
არაფერი ჩამიდენია უმსგავსო - პოზნერის მასპინძელი

მირანდა მირიანაშვილი, ვინც კრემლის იდეოლოგების მასპინძელი იყო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

რუსი მილიარდერის ცოლი, ვის სახლშიც ვლადიმირ პოზნერს პომპეზური დაბადების დღე უნდა გადაეხადა, წერს რომ "უმსგავსო არაფერი ჩაუდენია":

"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა.მიყვარს ჩემი ხალხი.ისინიც ვინც მლანძღავს.არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე,ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!..ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ,ჯანმრთელობას და სიყვარულს,ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული,სიყვარულით,რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ,თქვენ გაგიმარჯოთ ყველას,მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ,არ მომწეროთ კომენტარი,და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს", - წერს მირიანაშვილი "ფეისბუქზე".

მსგავსი სიახლეები