გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

09.10.26 16:05
გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

გიორგი კირვალიძეს,  ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რასაც კირვალიძის პროტესტი მოჰყვა. 

შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა, - ასე მიმართა მან მოსამართლეს. 

მანამდე კი, ვიდრე მას დარბაზიდან გაიყვანდნენ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა.

გიორგი კირვალიძე სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს.

გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.