სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა
სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში - ერთ-ერთ რესტორანში საქეიფოდ მისული ახალგაზრდების სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი 2 პირი.
დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.