ბათუმში ქართული ოცნების დეპუტატის ცათამბჯენში ხანძარი იყო
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზენულია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ლიფტის შახტაში. შედეგად არავინ დაშავებულა.