მამა შალვა კეკელია ისევ თიკა რუხაძეს აქებს

15.10.26 13:31
მამა შალვა კეკელია ისევ თიკა რუხაძეს აქებს

 

 

 

მამა შალვა კეკელია, რომელიც ამბობდა, რომ თინა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა, დავით ოქიტაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ ისევ კულტურის ყოფილ მინისტრს აქებს.

ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ გამოძიების დაწყება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მისი საქმე არ არის. 

"მე თინა რუხაძე ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ, უახლოესი ადამიანია ჩემთვის, ვხედავდი, რამდენ რამეს აკეთებდა და როგორ უყვარდა პატრიარქი"- ამბობს "პირველებთან" სასულიერო პირი. 

მე ვიცი, რომ თინა რუხაძე არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. 25 წელია ვიცნობ მას. მისი დედა ჩემი სულიერი შვილი იყო, მასთანაც ძალიან ახლოს ვარ. უახლოესი ადამიანია ჩემთვის თინა რუხაძე და ვმეგობრობ მასთან. ვხედავდი, რამდენ რამეს აკეთებდა და როგორ შრომობდა პატრიარქის (დაკრძალვაზე). ვიცოდი როგორ უყვარდა პატრიარქი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვუყურებდი მისი და პატრიარქის ურთიერთობას. მე თინა რუხაძე ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. კარგი ადამიანია და წლებია ვმეგობრობ. მე თინასგან ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ (რაზეც ოქიტაშვილი საუბრობს).

გამოძიების დაწყება ჩემი საქმე არ არის, მე მღვდელი ვარ, რატომ მეკითხებით ასეთ რამეს.  თიკა რუხაძეს მე ვიცნობ წლებიად ა ვიცი, როგორ უყვარს ქვეყანა და თავის საქმე". - ამბობს მამა შალვა კეკელია. 

რა დაწერა დავიოთ ოქიტაშვილმა: 

დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.

მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან. 

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები