ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტივის" წილი გაყიდა
"ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია პოსტივი" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე ავრცლებს.
საუბარია 52%-იან წილზე, რომელიც პარლამენტში "ოცნების" სიით შესულ დეპუტატს პოსტივიში ეკუთვნოდა.
პრინციპში ეგაა რეალური ფასი იმ ბინძური პროპაგანდის, მეტი არა…
დანარჩენი, რატო აღარ ანდეს პროპაგანდის ეს იარაღი მას და რა
დაპირსპირებებია ქოცებში - ეს მალე გამოჩნდება", - წერს ირაკლი აბესაძე.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ მისი წილი 52% გიორგი შენგელიას გადასცა. ეს უკანასკნელიმანამდე "ხალხის ძალის" დეპუტატის წილის მმართველი იყო „პოსტივიში", ახლა ტელევიზიის 52% სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადასცა.
"ნასყიდობის სიმბოლური ფასი 1000 ლარია"- წერია საჯარო რეესტრის ამონაწერში.
გიორგი შენგელიას გარდა, პოსტივის 24%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭარელაშვილი და ასევე 24% ეკუთვნის შალვა რამიშვილს.