რა ეღირება ლარი ხვალ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5989 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9129 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9074 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 ოქტომბერს შევა ძალაში.