ტაქსის მძღოლი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა
სენაკში ტაქსის მძღოლი, 47 წლის კაცი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა. როგორც გამოცემა "მთავარი ამბები" წერს, მოქალაქე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე დაიღუპა.
,,ცუდად გახდა. სავარაუდოდ, გულმა დაარტყა",-აცხადებენ თვითმხილველები.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.