უფლებადამცველები განმარტავენ, რა პერსპექტივა აქვს პარტიების აკრძალვის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში
აბსოლიტურად ალოგიკური და დემოკრატიასთან შეუთავსებელია ნებისმიერი სასამართლო პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას პოლიტიკური ოპონენეტი არ მოსწონს, სასამართლოს გზით შეეცადოს მის აკრძალვას - ამბობენ უფლებდამცველები და განმარტავენ, რა პერსპექტივა პარტიების აკრძალვის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.
თამარ ონიანის თქმით, ის რაც ხდება სასამართლოში, დასტურია იმ ქაოტური პროცესისა, რომელიც ამ სარჩელის ირვლივ არის შექმნილი, ზუსტად იმიტომ, რომ მას აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსი.
ბუნებრივია, რომ ამ საქმის განხილვისას ასევე დიდი ყურადღება მიექცევა პროცედურულ სამართლიანობს, მათ შორის შუამდგომლობების სასამართლოს მიერ გულდასმით განხილვას, მათ დაკმაყოფილება-არ დაკმაყოფილებას. ჯერჯერობით, ჩვენ რასაც ვუყურებთ სასამართლოში ეს არის დასტური იმ ქაოტური პროცესისა, რომელიც ამ სარჩელის ირვლივ არის შექმნილი, ზუსტად იმიტომ, რომ მას აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსი. სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის გასაჩივრების პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და ამავდროულად არსებობს ის სანდო და სარწმუნო ცნობები, რომელიც ჩვენ გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ სტასბურგის სასამართლო ამ საქმეზე დარღვევას დაადგენს, თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას მიიღებს საკონტიტუციო სასამართლო. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ როდესაც აი, ამ ტიპის მნიშვნელოვანი ჩარევა ხება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სასამართლოს მიემართა საკონსტიტუციო დასკვნით სტრასბურგის სსამართლოსთვის, ასეთი მექანინზმი რამდენიმე წელია რაც არსებობს, - აცხადებს თამარ ონიანი.
იურისტი, გიორგი მშვნიერაძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელი პარტია იარსებებს, ან რომელი პარტი არ იარსებებს ამას წყვეტენ ამომრჩევლები არჩევნევბზე მისვლით და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით.
დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელი პარტია იარსებებს, ან რომელი პარტი არ იარსებებს ამას წყვეტენ ამომრჩევლები არჩევნევბზე მისვლით და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით და აბსოლიტურად ალოგიკური და დემოკრატიასთან შეუთავსებელია ნებისმიერი სასამართლო პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას პოლიტიკური ოპონენეტი არ მოსწონს, სასამართლოს გზით შეეცადოს მის აკრძალვას. ეს არის შეუთავსებელი დემოკრატიასთან და ეს არის შუთავსებელი იმ კონსტიტუციურ წესრიგთან, რომელიც საქართველოში, ჯერ კიდევ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, - ამბობს გიორგი მშვენიერიძე.