"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა

26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.

განცხადება ნადარაიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით "ილუზიები არ აქვთ".

ოპოზციური პარტიის წევრმა შესავალ სიტყვაში ახსენა მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა და სასამართლოს უთხრა, რომ მათ კობახიძის წარსული პოლიტიკური საქმიანობის გათვალისწინებით მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ვერ დაინახა.

არ გაგვაჩნია არანაირი ილუზია ამ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით. ის, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა გაგვაჩნდეს, თავისდაუნებურად დაადასტურა როგორც მანანა კობახიძის თვითაცილებამ, რომელიც თქვენ არ დააკმაყოფილეთ, ასევე მისმა შემდგომმა გადადგომამ.

ვიმეორებ, მანანა კობახიძემ თავად განაცხადა, რომ მოსამართლე არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მიერ როგორც მიუკერძოებელი, რაც არის საბაზისო სტანდარტი ამ პროფესიაში. და საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი წარსული პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი განცხადებები, მისი თანამდებობები, როგორც მოსარჩელე პარტიის თავმჯდომარისა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისა და ერთ-ერთი უახლოესი და სანდო პირისა, იმის საფუძველსაც კი არ იძლეოდა, რომ ვისმეს საზოგადოებაში ეჭვი შეეტანა მის მიუკერძოებლობაში. მე არ ვიძახი, რომ ის იყო მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობდა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის განცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ ბიბილაშვილის ნათქვამი სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანად შეიძლებოდა აღქმულიყო. 

"სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ, აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ?

"ახლა გარკვეულწილად ირიბად სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეგაქვთ"- დასძინა ნადარაიამ. 

ამის შემდეგ, ბიბილაშვილმა ისაუბრა ადამიანზე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, კონკრეტული თანამდებობა არ უკავია, თუმცა ნიშნავს პრემიერ-მინისტრებს. 

ენმ-ს წევრმა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ახსენა და თქვა, რომ ეს შეფასებულია, როგორც სახელმწიფოს მიტაცება. ამ შემთხვევაშიც მას ნადარაიამ სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. 

მსგავსი სიახლეები