ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რატომ უნდა გახდეს კალაძის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რატომ უნდა გახდეს კალაძის განაცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი? - თამარ ლალიაშვილი პარალელს თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევასთან ავლებს.
ბიზნესმენი ციხეში გაუშვს, რადგან ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს მისი მუქარის შეეშინდათ. ლალიაშვილი ამბობს, რომ კალაძის შემთხვევაშიც, მერის განცხადება უფლებადამცველებმა როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა და როგორც რეალური საფრთხე ისე აღიქვეს.
წარმოთქვა მუქარის სიტყვები? ადრესატამდე მივიდა ეს მუქარის სიტყვები? - დამთავრდა, დანაშაული განხორციელებულია", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.
"სიკვდილი გამოაქვს განაჩენად" (ასე ვიტყოდი ბრჭყალებში), კალაძეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს რა თქმა უნდა, დანაშაულის შემადგენელ მკაფიო ნიშნებს გვაძლევს. დამთავრებულად ითვლება მუქარის განხორციელების მომენტიდან ეს დანაშაული. წარმოთქვა მუქარის სიტყვები? ადრესატამდე მივიდა ეს მუქარის სიტყვები? - დამთავრდა, დანაშაული განხორციელებულია. მთავარი ამ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობისთვის არის, რომ დაზარალებულმა როგორ აღიქვა.
სულ ცოტა ხნის წინ რა მოხდა ელიზბარაშვილის საქმეზე? 7-მა კაცმა განაცხადა შეგვეშინდაო ელიზბარაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე და დააკავეს ელიზბარაშვილი და ციხეში გაუშვეს. ზუსტად იგივე შემადგენლობაა აქაც. იმ შვიდ კაცს იმ ერთის შეეშინდა და დაუჯერა სახელმწიფომ", - ამბობს თამარ ლალიაშვილი.
პროკურატურა აცხადებს, რომ კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება“ .
ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც "სამარხები გათხარა".