მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეჩერებულია

10.11.26 10:17
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეჩერებულია

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეჩერებულია. მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და პრობლემის მოგვარებისთანავე სადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.