ჩემი შვილი ისეთი ნაცემია, რომ მაგ კადრების ჩვენებას ვერ გაბედავენ - ფეიქრიშვილების დედა
პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილი ისეთი ნაცემია, რომ კადრების გასაჯაროვებას უბრალოდ ვერ გაბედავენ.
ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, ყველა ის პოლიციელი დაისაჯოს, რომელიც მისი შვილის საქმეში ფიგურირებს.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფო დანაშაული, რადგან მისი შვილი ქუჩაში არ უცემიათ და მას სახელმწიფო დაწესებულებაში სცემეს.
რა იქნება, ვერაფერს გეტყვით, მე ერთადერთი ვხვდები, რომ ჩემი შვილი ისეთი ნაცემია, რომ მაგ კადრებს არ აჩვენებენ, ეგ ზუსტად ვიცი, ამას ვერ გაბედავენ, იმიტომ, რომ მოსახლეობამ და ყველამ რომ ნახონ, ის ციხის კადრები, მე არ ვიცი. დღე და ღამე რომ ადამიანს აწამებ, ბლაგვი საგნით რომ აყენებ ჭრილობებს, ეს არის წამება, აბა, რა არის. რას ალაგებენ? პროკურატურაში მე კომუნიკაცია მაქვს, რომ დამდევდნენ, გუშინაც გაგვაჩერეს მანქანით, რომ ეს მანქანა ძებნაზეაო. ეს არის სახელმწიფო დანაშაული, ჩემი შვილი არ სცემეს ქუჩაში, ჩემ შვილს სცემეს სახელმწიფო დაწესებულებაში. ამიტომ, ყველა ის პოლიციელი ისე უნდა იყოს დასჯილი, მეტი არასოდეს არ ჰქონდეს უფლება სისტემაში მუშაობის,- ამბობს ნინო აბრამიშვილი.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთი გადაისინჯა და ბრალდების შუამდგომლობით პროცესი გადაიდო.