ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს - ადვოკატი

10.11.26 17:12
ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს- ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოიტანა, რომელმაც ექსპრემიერი მოინახულა.

ბარათაშვილის თქმით, პირველ რიგში მოისმენს რა მტკიცებულებებია საჭირო, საქმის შესწავლის გასაგრძელებლად და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით ითანამშრომლებს ექსპრემიერი მათთან. 

მოვისმენთ, რა მტკიცებულებები სჭირდებათ მათ იმისათვის, რათა გააგრძელონ ამ საქმის შესწავლა. შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, რა ფორმით ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი მათთან.  დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითანამშრომლოთ სახლახო დამცველის აპარატთან, თავად სახალხო მდაცველთან და ამის შემდეგ გადავწყვეტ, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები, - ამბობს ბარათაშვილი. 

რაც შეეხებ სტრასგურგში საქმის გასაჩივრებას - ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეს განიხილავენ.

მოვა ამის დრო, როდესაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები... ჩრდილოვანი მართლმსაჯულება არის ის, როდესაც სასამართლოზე ხდება ზეწოლა და ის იძულებულია მიიღოს სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მართლმსაჯულება რომ ჩვენ ქვეყანაში არის შერჩევითი ხასიათის და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ, სხდომების დახურვასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ეს ჩემთვსი ნათელია. შემიძლია ვთქვა, რომ მართლმსაჯულება, დღევანდელი ხელისუფლება რ არის გამონაკლისი, არის ინსტრუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, - ამბობს ბარათაშვილი. 

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

როგორც ღარიბაშვილი წერს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.

„ეს არის "კენგურუს სასამართლოს" კლასიკური ნიმუში“ - წერს ღარიბაშვილი და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს.