სტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი

11.11.26 10:12
სტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი

თერჯოლაში სტიქაროსნის, თემურ ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკუტატურამ სამი პოლიციელი დააკავა. ამის შესახებ ოჯახის ადცოკატი ლედი ტუკვაძე იუწყება.

მადლობა საქართველოს პროკურატურას!!! მთავარ პროგურორს გიორგი გვარაკიძეს!!! დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს!!! ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს ყველა მედია საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძეს და მის გუნდს .... ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დაკავებულია!!, - წერს ტუკვაძე სოციალურ ქსელში. 

ორი წელია თემურ ხადურის დედა აქციებით იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც სტიქაროსნის დევნის ოპერაციას ახორციელებდა. ოჯახის მტკიცებით, თემო ხადური სწორედ ამ დროს გარდაიცვალა, თუმცა საქმე ჩაფარცხეს და უბედურ შემთხვევად გაასაღეს.