ახლობლების ინფორმაციით, ინფორმაციით, პატიმარი ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს

11.11.26 17:45
ახლობლების ინფორმაციით, ინფორმაციით, პატიმარი ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს

პატიმარ ისაკო დევიძეს კუჭთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც მისი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, დევიძეს რამოდენიმე დღის წინ შიმშილობის დაწყება დასჭირდა, რომ კვლევები ჩაეტარებინათ.

ამის შემდეგ პატიმარს ჩაუტარეს და დაუნიშნეს მკურნალობა, მაგრამ საკანში მკურნალობის პროცესის მართვას ვერ ახერხებს და უნდა ვივამედში გადასვლა.

როგორც ისაკო დევიძის გარემოცვა იუწყება, პატიმარი კლინიკაში არ გადაჰყავთ, რის გამოც ისევ დაიწყო შიმშილობა გადაყვანის მოთხოვნით.

  • ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ისაკო დევიძე თავდაპირველად 2025 წლის 20 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს და 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვამდე კი მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, დევიძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მსგავსი სიახლეები