ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტ იობის კრიტიკული ქადაგების შემდეგ, ძველი აღთქმიდან იგავს ციტირებს

11.11.26 18:30
ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტ იობის კრიტიკული ქადაგების შემდეგ, ძველი აღთქმიდან იგავს ციტირებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯანმდელიანი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგების შემდეგ, ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს:

“ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ,ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)"- წერს მეუფე გიორგი ჯადელიანი. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ერთმა მაღალმა იერარქმა გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები