ეპისკოპოსი გიორგი: “ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ"

11.11.26 18:30
ეპისკოპოსი გიორგი: “ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ"

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის შემდეგ, ასპარეზზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გამოდის. 

გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

“ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ,ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)"- წერს მეუფე გიორგი ჯადელიანი. 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ერთმა მაღალმა იერარქმა გააკრიტიკა  - მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ივანიშვილს მოუწოდა შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი.

მეუფე ილარიონის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს.

სასულიერო პირის თქმით, ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია. 

მსგავსი სიახლეები