ირაკლი კობახიძეს დუბლინში ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდებიან

12.11.26 13:37
ირაკლი კობახიძეს დუბლინში ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდებიან

ირაკლი კობახიძეს დუბლინში პროტესტით დახვდებიან - “ოცნების“ ლიდერს მოუწევს, მოისმინოს ემიგრანტების ხმა. 

როგორც ისინი სოციალურ ქსელში აანონსებენ, დაიძვრებიან მსვლელობით და მივლენ იმ ადგილზე, სადაც “ევროპის გაერთიანების სამიტი“ იმართება.

12:00 საათზე, ვიკრიბებით ო'კონელის ხიდთან (საემიგრაციო შენობასთან ) 13/14 Burgh Quay, Dublin, D02 XK70

 შეკრება უკავშირდება ირაკლი კობახიძის ვიზიტს. ო'კონელის ხიდიდან ერთად გავემართებით დუბლინის საკონფერენციო ცენტრისკენ (The Convention Centre Dublin), სადაც შეხვედრა იმართება.

გთხოვთ, არ დაიგვიანოთ, ზუსტად 12:00-ზე ვიწყებთ!, - წერსენ ემიგრანტები ჯგუფში, 

 

მსგავსი სიახლეები