მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს - დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი გამოხმაურება მეუფე იობის ქადაგების შემდეგ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიტროპოლიტიკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეკლესიისადმი უპატივცემულობას უწოდებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, რომ ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება ქრისტიანულ მორალს სცილდება.
მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.
აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე".- წერს ანდრია ჯაღმაიძემ.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
- “ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
- "ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
- სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
- ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
- მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს
მიტროპოლიტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ოცნების" წევრების კრიტიკა მოჰყვა. "ოცნების" პროპაგანდისტმა, ლაშა ნაცვლუშვილმა სასულიერო პირს სოციალურ ქსელში აგინა კიდეც.