ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 31 წლის კაცი დაიღუპა

17.11.26 01:01
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 31 წლის კაცი დაიღუპა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.

ინფორმაციას  “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაცი ხელოსანი იყო და ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულს თუნუქის ფურცლებს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.