ელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

17.11.26 10:01
ელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ელისო კილაძე განაჩენს ელოდება - "ქრონიკა პლიუისის" დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია.  სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება. 

 ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებიან.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.