ნარკოდანაშაულის და საბრძოლო მასალის შენახვა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“.
ასევე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.