ცნობილია პირი, რომელიც გუშინ ძაღლების თავშესაფართან დააკავეს
პირი, რომელიც გვიან ღამით ძაღლების თავშესაფართან დააკავეს, დავით ზანდუკელია. ეს ის ახლაგაზრდაა, რომელიც ყოველ დღე ძაღლების ხოცვის შეწყვეტის მოთხოვნით თავშესაფართან აქცია მართავდა. მისი დაკავება კი მერიასთან დაანონსებული დიდი აქციის პარალელურად მხოდა.
ცხოველთა უფლებადამცველები შეკრებას დღეს 15:00 გეგმავენ. ყველა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დაკავებების სერია პროტესტის ჩასახშობად დაიწყო.
გუნდელი დღიდან მოყოლებული მან დაიწყო საკუთარი მუქარის შესრულება ჩვენი, ცოხველთა უფლებადამცველების წინააღმდეგ. დაკავებულია ერთ-ერთი ჩვენთაგანი დავით ზანდუკელი ცრუ ბრალდების საფუძველზე, ვითომდა ძალადობის გამო, რაც არის ტყუილი და ეს ცრუ დასმენა განახოციელა მუნიციპალური სასაკლაოს თანამშრომელმა, რომელსაც თავშესაფარს ეძახიან. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, უნდა ვიყოთ ორჯერ და სამჯერ მეტი, რათა გადავარჩინოთ ათასობით ძაღლის, რომელსაც მოკვლას უპირებენ და ასევე ცხოველების უფლებადამცველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, იმიტომ, რომ უკვე გამოცხადებულია ნადირობა ჩვენზე, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 16 ნოემბერს თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.
“დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ფულადი ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”, – აცხადებენ შსს-ში.
ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული ცხოველთა დამცველი აქტივისტი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ზანდუკელია.