ვაკეში მკვლელობა მოხდა - ყიფშიძის ქუჩა კრიმინალური პოლიციის ალყაშია
სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა ცოტა ხნის წინ ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაძე მოკლულია შუახნის კაცი.
ამ წუთებში ვაკეში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლულს დანა აქვს ჩარტყმული.