ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ

20.11.26 15:03
ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ

ქვემო ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ - ხალხი ექვსი ადამიანის დაღუპვას გლოვობს. 

კორპუსთან ხალხმა სამგლოვიარო კუთხე მოაწყო, სადაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანის კლასელები მივიდნენ და სავი ლენტები და ყვავილები მიიტანეს. 

ქვემო ფონიჭალაში ვითარება ამ დრომდე საყურადღებოა - აფეთქებულ შენობასთან რჩებიან მაშველები და ხალხს ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს

მსგავსი სიახლეები