„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

22.11.26 12:57
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. რა საკითხების განსახილველად შეკრიბეს მმართველი პარტიის დეპუტატები არასამუშაო დღეს, ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრა უკვე ერთ საათზე მეტია გრძელდება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომასთან დაკავშირებით განმარტებები 14:00 საათზე გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები