„სამშობლოს სიყვარულისთვის განწირული შვილი ბედნიერებაა"- ნანი წულაიას ემოციური მიმართვა შვილთან შეხვედრის შემდეგ

23.11.26 14:48
„სამშობლოს სიყვარულისთვის განწირული შვილი ბედნიერებაა"- ნანი წულაიას ემოციური მიმართვა შვილთან შეხვედრის შემდეგ

„ორი წლის ჩაუხუტებელ შვილს ვეხუტები, გვერდში მყავს და უბედნიერესი ვარ ამ ქვეყანაში გიორგი რომ დავინახე. მინდა ყველას შვილი თავისუფალი იყოს“, — ამის შესახებ გიორგი მინდაძის დედამ ნანი წულაიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მან სხვა დაკავებულების დედებსს მიმართა, სოლიდარობა გამოუცხადა და "პოლიტიკური და სინდისის პატიმრების" გათავისუფლების სურვილი გამოთქვა.

„ყველა დედის წინაშე ქედს ვიხრი. ასეთი მწარე დღეები ნურავინ გამოსცადოს. ყველას ვთხოვ, რომ გაუფრთხილდეს სათითაოდ დედა-შვილობას, ყველაფერს, მაგრამ თან სიამაყეც მძლევს, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის განწირული შვილი ბედნიერებაა. ამ შემთხვევაში ჩემზე ბედნიერი დედა ალბათ არ არსებობს, იმიტომ, რომ ორი წლის ჩაუხუტებელ შვილს ვეხუტები, გვერდში მყავს და უბედნიერესი ვარ ამ ქვეყანაში.

გიორგი რომ დავინახე, მინდა ყველას შვილი თავისუფალი იყოს. ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მინდა და ჩემი საქართველო მინდა თავისუფალი და გაბრწყინებული“, - აღნიშნა ნანი წულაიამ.

მსგავსი სიახლეები