„ჩემს ნომერს აქვეყნებენ, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი“ - თორნიკე რაზმაძე
ჟურნალისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. რაზმაძე წერს, რომ ერთ-ერთი Facebook-ჯგუფიდან გამოქვეყნებული განცხადების სქრინშოტი WhatsApp-ის საშუალებით უცნობმა პირმა გაუგზავნა. მისი თქმით, თავად პოსტი ვერ იპოვა და არ გამორიცხავს, რომ ჯგუფის ადმინისტრატორმა უკვე წაშალა.
რაზმაძე მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფებში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს. [...] ეს სქრინი გამომიგზავნა ვოთსაფში ვიღაცამ, ანუ სავარაუდოდ როგორც ყიდვის მსურველმა. თავად ამ პოსტს ვერ ვპოულობ, შეიძლება უკვე წაშალა ადმინმა“, - წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.