თორნიკე რაზმაძე ლევან იოსელიანს: რავა ხარ, რას შვრები? რამე დახმარება ხომ არ გჭირდება?
"Levan Ioseliani რავა ხარ, რას შვრები? რამე დახმარება ხომ არ გჭირდება?..." - ამ სიტყვებით მიმართავს სახალხო დამცველს წამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე.
რაზმაძის ცნობით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. სამოქალაქო აქტივისტი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.
მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.