გურიაში ეპიდაფეთქება დაიწყო

02.04.21 13:12
გურიაში ეპიდაფეთქება დაიწყო

 გურიაში კოვიდით ინფიცირება ფოთის ტექსტილის ფაბრიკიდან დაიწყო და შემდეგ სოფლებში გადავიდა.  განსაკუთრებული ზომებია მიღებულ სოფელ შრომაში, სადაც მოსახლეობის ერთ კვირიანი მოთხოვნის შემდეგ ტესტირება ახლა დაიწყეს. რეგიონში ზომები გამკაცრებულია. გურიის სოფლებში სასწავლო პროცესი სკოლიდან ისევ დისტნციურ რეჟიმზე გადავიდა. დახურულია სკოლები, ბაღები.

 შრომაში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სოფელში მასიური ტესტირება იწყება, არ არის გამორიცხული, სოფლები ჩაიკეტოს.