3278 ახალი შემთხვევა, 53 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
კორონავირუსისგან 3890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში 50 585 ტესტირება ჩატარდა.