ქურდული სამყაროს წევრობა და ე.წ. კრიმინალური გარჩევები - მასშტაბური სპეცოპერაციების დეტალები
მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციები მიმდინარეობს. სპეცოპერაციები ჩატარდა აჭარაში, ასევე თბილისის რამდენიმე უბანში. დაკავებულია რამდენიმე პირი.
თბილისში, ხვედელიანის ქუჩაზე, 30 წლამდე კაცი დააკავეს, ხოლო გლდანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 2 პირი. გლდანში სპეცოპერაცია დილის 8:00 საათზე ჩატარდა. 2 პირი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან აიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, იძულებას ე.წ. ქურდული "საერთოს" შეგროვებაში და ქურდული გარჩევების ორგანიზებას ედავება.
"ტვ პირველის" ინფორმაციით ბრალდებულებს ე.წ. გარჩევების დროს სისტემატიური კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდათ.