ზუგდიდში ავტომობილი აფთიაქში შევარდა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე აფთიაქში, ავტომობილი შევარდა. სავარაუდოდ, მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. დაზიანებულია აფთიაქის ინვენტარი, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიცია მუშაობს.