"ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ძმიშვილს მანქანა დააჯახა, მისმა შვილმა ბიჭი მომიკლა - შვილმოკლული მამა

15.12.21 12:33
"ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ძმიშვილს მანქანა დააჯახა, მისმა შვილმა ბიჭი მომიკლა - შვილმოკლული მამა

პროტესტის მეორე დღე - შვილმკდარი მამა პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს და ამ ფორმით სამართალს ითხოვს. 

კარლემ მერტონიანი 23 წლის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. მოქალაქე ამტკიცებს, რომ გამოძიებას პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს და დამნაშავეებს მფრველობს. 

მერტონიანი ხელს "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს სამსონ თამარიანს ადებს. მისი თქმით,  წალკის საკრებულოს ყოფილი წევრი მის 14 წლის ძმიშვილს ავტომობილით შეეჯახა, თამარიანის შვილმა კი 23 წლის ბიჭი მოკლა. 

"6 საათის შემდეგ, პროკურატურიდან გამომიშვეს და შიგნით გაჩერების უფლება არ მომცეს. მე ვაპირებ აქ ვიჯდე და ვიშიმშილო.  მინდოდა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რომ მისთვის სიმართლე მომეყოლა. მინიმუმ 15 ადამიანი უნდა იყოს ციხეში, რომ სამართლიანობა აღდგეს. 

რაც შეეხება სამსონ თამარიანს, მან ავტომობილი დააჯახა 14 წლის არასრულწლოვანს. მისმა შვილმა კი მოკლა ჩემი შვილი. მან გადაიხადა დიდი ფული, რომ თავისუფალი ყოფილიყო. ეს გააკეთა პროკურორმა შოთაძემ. ახლა კი ჩემი შვილის მკვლელები თავისუფლები არიან, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია"- აცხადებს მოქალაქე.

საუბარია 2016 წელს მომხდარ დანაშაულზე, როცა 23 წლის ანტონ მელტონიანი მოკლეს. მამის მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭს ჯერ ავტომობილი დააჯახეს, შემდეგ სახლში მივიდნენ და ტყვია შუბლში დაახალეს. 

მისივე თქმით, სასტიკ დანაშაულში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა.