ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
სასტიკი მკვლელობა ვაზიანის დასახლებაში - არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დედა-შვილის მრავლობითი დაზიანებები სამზარეულოს დანით გულის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს, ცოლ-ქმრის შვილი სახლში არ იმყოფებოდა.
ირკვევა, რომ 40 წლამდე კაცი მშენებლობაზე მუშაობდა. ოჯახი კი ვაზიანის დასახლებაში რამდენიმე თვის წინ გადავიდა.
მეზებლების თქმით, აქამდე დაპირისპირების შესახებ არაფერი სმენიათ.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.